პრესრელიზი
4,თებერვალი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ია გოგოლაძე
პიარ მენეჯერი
Tel/Fax: + (995 32) 24 27 77 (1407)
+ (995) 77 29 80 58
gogoladze_i@elitelectronics.ge
www.elitelectronics.ge
"ელიტ ელექტრონიქსი" 2011 წელს კომპიუტერული ტექნიკის წლად აცხადებს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 4 თებერვალი, 2011 წელი - 2011 წელს "ელიტ ელექტრონიქსი" IT ტექნიკაში დიდ ინვესტირებასა და ამ მიმართულებით ბაზრის წილის მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს. კომპიუტერული ტექნიკის ყველაზე ფართო ასორტიმენტის წარმოდგენასთან ერთად კომპანია მომხმარებლებს საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციურ სერვისებსაც შესთავაზებს. "ელიტ ელექტრონიქსი" საქართველოს ბაზრისთვის ახალ მომსახურებას ნერგავს, კერძოდ კომპიუტერული ტექნიკის მყიდველს კომპანია ტექნიკურ მხარდაჭერას დისტანციური მეთოდით გაუწევს.
აღნიშნული სიახლეების შესახებ 4 თებერვალს 12:00 საათზე "თბილისი ცენტრალში" მდებარე "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიაში (ვაგზლის მოედანი #2) კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ია ნადირაშვილი გააკეთებს განცხადებას.
"მთელი წლის განმავლობაში მომხმარებლებს IT ტექნიკის მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს შევთავაზებთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს ქსელში კომპიუტერები ყველაზე დაბალ ფასად გაიყიდება. გარდა ამისა უამრავ მასტიმულირებელ აქციას ვგეგმავთ. როგორც ფასდაკლებების, ასევე სპეც ფასებისა თუ საჩუქრების სახით. ასეთი აქცია უკვე დავიწყეთ, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლები ფასდაკლებასთან ერთად, უპროცენტო განვადებითაც ისარგებლებენ" - აცხადებს ია ნადირაშვილი.
მისივე ინფორმაციით, კომპანიის ერთერთი ძირითადი სტრატეგიული მიზანია ბაზარზე ახალი ტექნოლოგიების შემოტანა. 2011 წელს "ელიტ ელექტრონიქსი" ქსელში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ტექნიკის უახლესი მიღწევების რეალიზაციასთან ერთად, მომხმარებლებს კომპიუტერული ტექნიკის ექსკლუზიურ მოდელებსა და ექსკლუზიურ ფასებს შესთავაზებს.
ამჟამად ქსელში წარმოდგენილია DELL-ის, ACER-ის, ASUS-ის, HP-ისა და SONY-ს ლეპტოპები. პერსონალური კომპიუტერების მიმართულებით კი კომპანია შემდეგი ბრენდების: ASUS, BENQ, ACER, HP, LG, PHILIPS, SAMSUNG INTEL, KINGSTON, A DATA, APOGEE, TRANNSCEND, LITE ON, MSI, SEAGATE, SONY, SPARKLE დისტრიბუტორია.
კომპიუტერული ტექნიკის ფასი "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიებში 459-დან იწყება.
გარდა ამისა კომპანია ქსელის გაფართოვებაზეც იზრუნებს და წლის განმავლობაში 10 ახალ მაღაზიას გახსნის, აქედან ერთერთი მათგანი 5 თებერვალს თბილისში სავაჭრო ცენტრ "მეგალაინში" განთავსდება. გახსნის დღეს კომპანია მომხმარებლებს 1 დღიან 40%-მდე ფასდაკლების აქციას "BOSCH"-ის საოჯახო ტექნიკაზე შესთავაზებს.
თვის ბოლომდე ახალი მაღაზიები განთავსდება ახალციხესა და ზესტაფონშიც.
სს "ელიტ ელექტრონიქსი" საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 1996 წლიდან ფუნქციონირებს და სადღეისოდ 27 მაღაზიას მოიცავს. კომპანიას გამოარჩევს, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო მომსახურება, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანის, საქონლის განვადებით შეძენის სერვისი, მომსახურების მაღალი დონე, სისტემატურად ფასდაკლებებისა და სპეციალური საჩუქრების დაწესების ტრადიცია.